სამართალი
საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოცეკვავე მარი ბაბეტა ემსხვერპლა. შემთხვევა შარდენის მიმდებარედ, სანაპიროზე მოხდა.
შემთხვევის დროს ადგილზე მყოფი პირები ამბობენ, რომ ქალმა ჯერ თვითმკვლელობა სცადა და გზის მეორე მხარეს იმყოფებოდა, მდინარე მტკვრის მოაჯირთან, ამის შემდეგ ის უკან დაბრუნდა და გზაზე გადმოსვლის დროს "მერსედესის" მარკის ავტომობილი დაეჯახა. უცნობია ეს შემთხვევით მოხდა, თუ განზრახ.
მარი ბაბეტა დაახლოებით ერთი წლის წინ საუბრობდა გარკვეულ ძალადობაზე და შემდეგ მუქარებზეც, თუმცა უკავშირდება თუ არა მომხდარი აღნიშნულს, უცნობია.