აქტუალური
საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6889 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6889 ლარი გახდა.
კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6894 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9390 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.9753 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0363 ლარი შეადგინა.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.