აქტუალური
საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილება, რომ გადასცეს რუსეთის ფედერაციას საქართველოს მიწა/აქტივები ბიჭვინთაში, არის შემზარავი და წარმოადგენს რუსი ოკუპანტების მიერ ანექსიის ნაბიჯების გაგრძელებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელში წერს.
„საჭიროა მზარდი საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე, რომ რუსეთმა ტერიტორია დატოვოს. ოკუპაცია დასრულდება. ქართული მიწა/აქტივები არასდროს გახდება რუსული“, – წერს ბერაია.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.