სამართალი
საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ პლატფორმაზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესს ეხმიანება.
როგორც პაპუაშვილი წერს, ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯიდან, პირველი – კანდიდატის სტატუსი, უკვე მიღწეულია.
„ეს დამსახურებული გადაწყვეტილება არის ჩვენი მტკიცე ერთგულების და სტაბილური პროგრესის დასტური. ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიაღწიოს მეორე უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს – ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.