უცხოეთი
საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. ისრაელი მზად არის მორიგი ჰუმანიტარული პაუზისთვის, – ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა განაცხადა.
„ისრაელი მზად არის მორიგი ჰუმანიტარული პაუზისთვის და დამატებითი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რათა შესაძლებელი გახდეს მძევლების გათავისუფლება“, – აღნიშნა ჰერცოგმა.
ამასთან, „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ტყვეთა გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები მხოლოდ ომის შეწყვეტის შემდეგ დაიწყება.
ცნობისთვის, ნოემბერში სამშვიდობო ზავის დროს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ტყვეთა გაცვლის ფარგლებში, 100-ზე მეტი მძევალი გათავისუფლდა ისრაელის ციხეებში მყოფი 300-ზე მეტი პალესტინელის სანაცვლოდ.
1tv.ge