როგორც შსს-ში განმარტავენ, „სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გენერალური პროკურატურის მიმართვის, ასევე, მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული კადრების, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებების საფუძველზე 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეთა უკანონო ქმედების აღკვეთის დროს სამართალდამცველების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინარული წესდების დარღვევის ფაქტები შეისწავლა და შიდა მოკვლევის შედეგად, შინაგან საქმეთა მინისტრის 14 ივლისის ბრძანებით, სამსახურიდან იქნა დათხოვნილი სამინისტროს ოთხი თანამშრომელი, თანამდებობიდან ჩამოქვეითდა ერთი თანამშრომელი, სასტიკი საყვედური გამოეცხადა სამ თანამშრომელს, ხოლო საყვედური – რვა თანამშრომელს“.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახალხო დამცველს აღნიშნული მოკვლევის შედეგები გააცნო“, – აცხადებენ შსს-ში.
საქინფორმი