სამართალი
გლდანში მდებარე სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების თანამშრომლების ინფორმაციით, დაკავებულმა ფოტორეპორტიორმა გია აბდალაძემ ადვოკატ ეკა ბესელიას აცილება მისცა. ციხის თანამშრომლებმა ბესელიას ეს პირადად განუცხადეს და მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ უშვებენ.
ბესელია აბდალაძესთან შეხვედრას და აცილებაზე გადაწყვეტილების მოსმენას უშუალოდ მისგან ითხოვს და საშვის დაშვებას მაინც ელოდება.
ბესელიას განმარტებით, მასთან დღეს შეხვედრა თავად აბდალაძეს სურდა.
საქინფორმი