აქტუალური
ბაშარ ასადი ინალ არძინბას აფხაზეთის აღიარებისთვის ძალისხმევას დაჰპირდა

 საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფებას ჰპირდება, რომ ძალისხმევას მიმართავს არაბული ქვეყნების მიერ აფხაზეთის აღიარებისთვის. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის მედია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, ამის შესახებ ბაშარ ასადმა სირიაში მყოფ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას განუცხადა.

ამასთან, საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, ბაშარ ასადი მომავალი წლისთვის აფხაზეთში მიიწვიეს.

ოკუპირებული აფხაზეთის მედიის ცნობით, ინალ არძინბამ და ბაშარ ასადმა სირიასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს. ამასთან, მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს რუსეთის ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უკრაინაში და დაგმეს აშშ-ის ქმედებები ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ კავკასიაში და მსოფლიოს სხვა რეგიონებში კონფლიქტების გაჩაღებასთან დაკავშირებით“.