აქტუალური
დღეს „თავისუფალი საქართველოს“ ოფისში ადამიანის უფლებათა კომისია პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა საქმეებს განიხილავს

Tavisufali-saqarTvelo15როგორც პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრესცენტრიდან საქინფორმს აცნობეს, პარტიის ოფისში 15 ივლისს, 18.00 საათზე (მისამართი: ფალიაშვილის 33 ა) გაიმართება ადამიანის უფლებათა კომისიის მორიგი სხდომა, რომელსაც დაესწრებიან კახა კუკავა („თავისუფალი საქართველო“), ეკა ბესელია („სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“), ადვოკატები – ქეთი ბექაური, გელა ნიკოლაიშვილი, ალექსი შოშიკელაშვილი და სხვები.

კომისია განიხილავს იმ პატიმართა სისხლის სამართლის საქმეებს, სადაც არსებობს ეჭვი, რომ ეს ადამიანები დაკავებულნი არიან პოლიტიკური ნიშნით.

 

საქინფორმი