საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა სირიაში ჩავიდა. აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრის ცნობით, „ვიზიტის“ ფარგლებში დაგეგმილია „საერთაშორისო და ორმხრივი - აფხაზურ-სირიული - დღის წესრიგის საკითხების“ განხილვა.
მათივე ინფორმაციით, არძინბა, სირიის თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის გენერლებთან ერთად, დამასკოში უცნობი ჯარისკაცის მემორიალს ეწვია და „სირიელი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო“.
ინალ არძინბამ სირიის სამხედრო მუზეუმიც დაათვალიერა და სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი დატოვა.
შეგახსენებთ, სირიის არაბულმა რესპუბლიკამ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობა 2018 წლის მაისში აღიარა. 2020 წლის 6 ოქტომბერს დამასკოში ე.წ. „აფხაზეთის საელჩო“ გაიხსნა. 2021 წლის მაისში კი სირიას აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია ეწვია.
interpressnews.ge