საზოგადოება
მგზავრებს არ მოსწონთ სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის საფასურის გაზრდა

marshrutkaთბილისის სამარშრუტო ტაქსების მგზავრები საფასურის გაზრდას აპროტესტებენ.

მგზავრები, რომლებმაც უკვე ისარგებლეს „ფორდის“ მარკის ახალი სამარშრუტო ტაქსებით, აცხადებენ, რომ კომფორტი და უსაფრთხოება მისასალმებელია, თუმცა უმრავლესობა გაზრდილ ფასს აპროტესტებს. ახალი ტაქსებით მგზავრობა 80 თეთრი ღირს.

ფასთან დაკავშირებით უკმაყოფილების შესახებ საუბრობენ მძღოლებიც.

რაც შეეხება სამუშაო პირობებს, მძღოლები აცხადებენ, რომ მუშაობა მათთვის ბევრად უფრო კომფორტული გახდა და კმაყოფილნი არიან ანაზღაურებითაც – მძღოლების განცხადებით, მათ დამქირავებელი კომპანია დღეში 40 ლარს უხდის.

 

საქინფორმი