უცხოეთი
ვლადიმერ პუტინმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა

 საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ამის შესახებ პუტინმა კრემლში, სახელმწიფო დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

როგორც რუსული მედია წერს, ცერემონიის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი „რუსეთის გმირის წოდებით დაჯილდოებულ პირებს ესაუბრა, რა დროსაც დონეცკში რუსეთის რეგიონული პარლამენტის თავმჯდომარემ, არტემ ჟოგამ პუტინს არჩევნებში მონაწილეობის მიღება სთხოვა, რაზეც პუტინმა განაცხადა, რომ ის აპირებს მონაწილეობის მიღებას“.

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემა რუსეთში 15 მარტს დაიწყება და 17 მარტს დასრულდება.

ვლადიმერ პუტინისთვის ეს უკვე მეხუთე საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს. პირველად ის პრეზიდენტად 2000 წელს აირჩიეს.

1tv.ge