საზოგადოება
დღეს სასტუმრო „რედისონში“15:00 საათისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციები მონიტორინგის თემებსა და მეთოდოლოგიას წარადგენენ. შეხვედრას საქართველოს მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, ელჩი ფილიპ დიმიტროვი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი დაესწრებიან.
საქინფორმი