საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

 საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით, გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, ასევე ნატო-ში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი არიან.