პოლიტიკა
ანდრო ბარნოვი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

barnoviაღნიშნული ინფორმაცია საქინფორმს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ დაუდასტურა და აქვე განმარტა, რომ ანდრო ბარნოვი აღნიშნულ თანამდებობაზე გუშინ დაინიშნა.

მისივე თქმით, პარალელურად, მინისტრის ახალი მოადგილე თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორის მოვალეობას კვლავინდებრად შეასრულებს და განათლების სფეროს კურირებას ისევ გაუწევს.

ამასთან, მახარაძემ ისიც განმარტა, რომ ბარნოვს მინისტრის არცერთი მოადგილე არ ჩაუნაცვლებია, უბრალოდ, მისი თანამდებობა ვაკანტური იყო და ის აღნიშნულ პოსტზე დაინიშნა. თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას კიდევ სამი მოადგილე ჰყავს – მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ ხარშილაძე და მოადგილეები ნიკა ძიმცეიშვილი და კახა ბუცხრიკიძე.

შეგახსენებთ, რომ ანდრო ბარნოვი 2010 წლამდე სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა. თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშნვამდე კი გასული წლის ნოემბერში ის დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორად დაინიშნა.

 

საქინფორმი