აქტუალური
ზუგდიდიდან აფხაზეთში ტვირთის გადატანას რუსები და აფხაზები მიესალმებიან

tvirtiსაქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი სამეგრელოში ზუგდიდიდან გვატყობინებს:

„გალსა და ზუგდიდს შორის სატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რიტმს უბრუნდება. რამდენიმე ხნით შეფერხებული ტრანსპორტირება შემოვლითი გზებით ისევ განახლდა. ყოველდღიურად 10-12 ავტობუსი თუ მიკროავტობუსი მოძრაობს გალსა და ზუგდიდს შორის და პირიქით, თუმცა არის მცირედი დაბრკოლებები და წინააღმდეგობები.

ზუგდიდიდან გალსა და აფხაზეთის დანარჩენი რაიონების მიმართულებით ყოველდღიურად გადის ყველა სახის ტვირთი: სურსათი, ყველი, ბოსტნეული, საყოფაცხოვრებო ნივთები, რაც იქაურ ბაზრებში იყიდება და რითაც სარგებლობს ადგილობრივი მოსახლეობა, თვით აფხაზებიც და რუსებიც. ამიტომაც ისინი ხელს არ უშლიან ამ ტვირთის შემოდინებას აფხაზეთში. პირიქით – მიესალმებიან და მადლიერებას გამოთქვამენ ქართული მხარის მიმართ, რომ არ კრძალავს და ატარებს ტვირთს აფხაზეთში“.

საქინფორმი