უცხოეთი
ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი - ისრაელი „ჰამასის“ ლიკვიდაციას მთელ მსოფლიოში განახორციელებს

 საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. ისრაელს გადაწყვეტილი აქვს „ჰამასის“ ლიკვიდაცია მთელ მსოფლიოში, თუნდაც ამას წლები დასჭირდეს, - ამის შესახებ ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, რონენ ბარმა განაცხადა.

„კაბინეტმა დაგვისახა მიზანი : ეს არის ჰამასის ლიკვიდაცია. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ამის გაკეთება. ეს ჩვენი მიუნხენია. ყველგან: ღაზაში, ისრაელში, ლიბანში, თურქეთში, კატარში, ყველგან,“ - განაცხადა რონენ ბარმა.

მისი თქმით, „ჰამასის“ ლიკვიდაციას წლები დასჭირდება, თუმცა ისრაელის მოვალეობაა უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

"ამას რამდენიმე წელი დასჭირდება, მაგრამ ჩვენ იქ ვიქნებით ამის გასაკეთებლად. უსაფრთხოების პასუხისმგებლობა ჩვენია. ჩვენი მოვალეობაა უზრუნველვყოთ როგორც უსაფრთხოება, ასევე უსაფრთხოების განცდა. სამწუხაროდ, 7 ოქტომბერს ჩვენ ამის გაკეთება ვერ შევძელით. არ ველოდებით. უკვე ვიღებთ გაკვეთილებს მოვლენებიდან“, - აღნიშნა რონენ ბარმა.

interpressnews.ge