საზოგადოება
„მთავარია, რომ ეს ჭეშმარიტებაა“ - პაპუაშვილი სიმონიანის განცხადებაზე

 საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღება არის საკუთარ ფეხში სროლა და არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაადასტურებს ამ ჭეშმარიტებას, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ მთავარი რედაქტორის მარგარიტა სიმონიანის განცხადებასთან დაკავშირებით.

რამდენიმე დღის წინ სიმონიანმა სოცილურ ქსელ X-ში („ტვიტერი|) „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადება გააზიარა, რომლის მიხედვითაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება საკუთარი თავის მოტყუებაა, რაც სინამდვილეში სანქციების საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებას ნიშნავს. სიმოანიანმა სოციალურ ქსელში მდინარაძის აღნიშნული განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო „გასაოცრად ადეკვატურად იქცევა".

სიმართლე ისაა, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არის საკუთარ ფეხში სროლა. ეს იცის ყველამ – საქართველოს მოქალაქეებმა, უცხოელმა პარტნიორებმა. ასე რომ, ამ ჭეშმარიტებას ვინ დაადასტურებს, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ეს ჭეშმარიტებაა და მას ემხრობა საქართველოს მოსახლეობა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის განმსაზღვრელი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების აზრია. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხისგან მივიღოთ კომპლიმენტები და ქართველი ხალხი გავახაროთ, დასძინა სპიკერმა.

სხვა ვინ რას ამბობს, ეს ჩვენთვის რელევანტური არ არის. ამიტომ რეაქცია არ გვაქვს ხოლმე, როდესაც ვიღაც უსამართლოდ გვაკრიტიკებს. როცა ჩვენი არაკეთილმოსურნე გვაქებს, ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენთვის მთავარი განმსაზღვრელია საქართველოს მოქალაქეები რას ფიქრობენ, რას აკრიტიკებენ და რას გვიწონებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ დააწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ამის გამო მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინას პოლიტიკური და ჰუმანიტარული კუთხით.

ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.

ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს.