საზოგადოება
პარლამენტმა თავდაცვის კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

 საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტმა თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ახლადმიღებული კანონით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების წესი იცვლება.

გაწვევას სასამართლო სარჩელი ვეღარ შეაჩერებს და დისტანციური სწავლა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საფუძველი აღარ იქნება. მეორე მოსმენისას დაზუსტდა, რომ აღნიშნული ინიციატივა არ გავრცელდება იმ პირებზე, რომელთაც 2024 წლის პირველ იანვრამდე ონლაინსტუდენტის სტატუსი ექნებათ.

საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ავტორიც თავდაცვის სამინისტრო, ინიციატორი კი საქართველოს მთავრობაა, პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილებოდა.