აქტუალური
შალვა პაპუაშვილი სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს, არმენ გრიგორიანს შეხვდა

 საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს, არმენ გრიგორიანს შეხვდა.

როგორც შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანთან, არმენ გრიგორიანთან. ვისაუბრეთ რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობაზე. აღვნიშნე, რომ საქართველო ყოველთვის მზად იქნება, ხელი შეუწყოს რეგიონულ მშვიდობას. ყურადღება გავამახვილეთ „შუა დერეფნის“ მზარდ მნიშვნელობასა და ეკონომიკის დივერსიფიკაციის შესაძლებლობებზე. არმენ გრიგორიანმა საქართველოს მიულოცა ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის მიღება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით“, – წერს შალვა პაპუაშვილი.