სამართალი
სალომე ზურაბიშვილი: ვისაც შევიწყალებ, ნახავთ

 საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. ვისაც შევიწყალებ, ნახავთ, როცა იქნება შეწყალება, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, აპირებს თუ არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას.

მე აქ არ ვარ მოსული, რომ არც სტალინზე და არც სააკაშვილზე ვილაპარაკო. 7 ნოემბერს ვმონაწილეობდი და ეს იყო ქართველი ხალხის ბრძოლა. ამაზე სხვა სათქმელი არ მაქვს. მე აქ არავის შეწყალებაზე არ ვსაუბრობ და კითხვებზე არ ვპასუხობ, ვისაც შევიწყალებ, ნახავთ, როცა იქნება შეწყალება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.