პოლიტიკა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კონსტანტინე გრიშჩენკოს ვიზიტი საქართველოში

konstantin_grishenkoსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ცნობით, 2011 წლის 14-15 ივლისს გაიმართება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კონსტანტინე გრიშჩენკოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს და ტარას შევჩენკოს ძეგლს.

შეხვედრებზე განიხილება საქართველო-უკრაინის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის 2011-2012 წლების კონსულტაციების გეგმას.

 

საქინფორმი