აქტუალური
გიგა ბოკერია მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე: ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდება შინაარსზე ფოკუსირებით

 საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. ივანიშვილის რეჟიმი შინაარსზე ფოკუსირებით დამარცხდება და არა ივანიშვილის ფრაზების გადამღერებითა და გაერთიანებაზე მუდმივი სპეკულირებით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც პარტია „ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ფეისბუქ პოსტს გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავს, რომ „შუა უნდა შეიკრიბოს“.

როგორც გიგა ბოკერიამ განაცხადა, ყველა პროდასავლურ ძალას პირველ რიგში, სათითაოდ გაძლიერება სჭირდება, რადგან შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და პროდასავლურ პარტიებს ჯამი გასაზრდელი აქვთ.

მისი თქმით, ამის გარეშე პუტინისტური სულისკვეთების ივანიშვილის რეჟიმი არ დამარცხდება.

ეს რეჟიმი შეიცვლება მხოლოდ შინაარსზე ფოკუსირებითა და მოქალაქეებთან პირდაპირი კონტაქტით, რასაც „ევროპული საქართველო“ აკეთებს. ეს ვერ მოხდება ივანიშვილის ფრაზების გადამღერებითა და მუდმივად იმაზე სპეკულირებით, თუ ვინ ვისთან გაერთიანდება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.