უცხოეთი
საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის სხდომა 30 ნოემბერს გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სომხეთის საგარეო უწყების ცნობით, წინასწარი შეთანხმებით, კომისიის სხდომა სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე ჩატარდება.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მანამდე თქვეს, რომ, მიუხედავად ყველა სირთულისა და გამოწვევისა, არსებობს ორ ქვეყანას შორის მშვიდობის დამყარების რეალური შესაძლებლობა, რაც შეიძლება განხორციელდეს, თუ ორივე მხრიდან იქნება პოლიტიკური ნება.
1tv.ge