პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ჰაი მიშტლერ!

   საქართველოში არსებული დაძაბული ვითარება, ასევე ახლო აღმოსავლეთისა და უკრაინის გაკვეთილები გვკარნახობს საქართველოს პარლამენტში ორი კანონის სასწრაფოდ მიღების აუცილებლობას:

- უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ - ამერიკული FARA კანონის ასლი, რომელსაც სააკაშვილის ბოსები და ბოზები „რუსულ კანონს“ უწოდებენ;

- ცეცხლსასროლი იარაღის თავისუფლად ტარების შესახებ - ამერიკის ნებისმიერი შტატის კანონის ასლი (43 შტატში ლიცენზია და რეგისტრაციაც კი არ არის საჭირო!).

   თუ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია, საქართველოს კანონმდებლობა ამერიკულ და არა ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს, განა ასე არაა?!

   ქვეყანაში მოქმედი უცხოელი აგენტების შესახებ საზოგადოების ინფორმირების აუცილებლობას, განსაკუთრებით არჩევნების წინ, ვფიქრობ, ახსნა არ სჭირდება - საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ოფიციალური დადასტურება, თუ რომელი პარტიები, მედია საშუალებები, არასამთავრობო და თუნდაც სამთავრობო ორგანიზაციები არიან უცხოური გავლენის აგენტები, როგორც, მაგალითად, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი.

   რაც შეეხება იარაღის შეძენასა და ტარებას, აუცილებელია ცვლილებების შეტანა მოქმედ კანონში, კერძოდ: უნდა გაფართოვდეს იარაღის ტარების უფლების მქონე პირთა სია, როგორც ეს გაკეთდა პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დროს; უნდა გამარტივდეს რეგისტრაციის პროცედურა, რომელიც ამჟამად უსაფუძვლოდ გართულებულია, ასევე უნდა გამარტივდეს ტარების ნებართვის აღების პროცედურა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტიმულირდება დაურეგისტრირებელი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება, რაც უკვე ხდება! პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ კანონმდებლობის გამკაცრებით, საქართველოში კრიმინოგენური მდგომარეობის გაუმჯობესება არ მომხდარა, პირიქით, როგორც დედაქალაქში, ისე რაიონებში, ყოველდღე ისვრიან და კლავენ. „კოლტმა ადამიანები გაათანაბრა“- მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი, ვის წინააღმდეგაც ის იარაღის გამოყენებას აპირებს, ასევე შეიძლება იყოს შეიარაღებული და უცნობია, ვიდაასწრებს გასროლას.

   ასავე მინდა მოვიყვანო პანამის, ჩეხეთის და შვეიცარიის მაგალითები, რომლებიც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი იარაღის მქონე ქვეყნებს შორის არიან, მაგრამ ამავე დროს ლიდერობენ დანაშაულის ყველაზე დაბალი დონის მქონე ქვეყნების სიაში, მიუხედავად იმისა, რომ იქ არ არის საჭირო ნებართვები იარაღის შეძენის და მისი თავისუფალი, ფარული ან ღიად ტარების შესახებ. ისრაელს რომ ჰქონოდა იგივე კანონები, რაც ამ ქვეყნებშია, მაშინ ღაზას სექტორის ტერორისტებს, რომლებიც 7 ოქტომბერს შეიჭრნენ საზღვრისპირა კიბუცებში, საკადრის პასუხს გასცემდნენ, ასე კი ცახალის ოფიცრებიც კი ოჯახიანად ამოწყვიტეს, რადგან მათ სახლში იარაღი არ ჰქონდათ! ზუსტად ასევე, სააკაშვილის ბანდფორმირებებსაც შეუძლიათ ქართველების სახლებში შეჭრა, როგორც ეს არაერთხელ მოხდა რეჟიმის დროს და ხელისუფლებამ ეს საფრთხე კარგად იცის, ამიტომ 18 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა შემოიღო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უკანონო მოხალისე გასამხედროებული ორგანიზაციების მონაწილეობა და დაფინანსება 2024 წლის 1 მარტიდან. (ვინც საჭირო იყო, მათგან არ დამიწყია, - მოინანია სააკაშვილმა ვიწრო წრეში საქართველოდან წასვლამდე, მას შემდეგ, რაც 2012 წელს მისმა პარტიამ არჩევნებში წააგო - მაგრამ არაუშავს, ამას გავითვალისწინებ, როცა დავბრუნდებიო...).

   მაშ ასე, 20 ნოემბერს ბრალდებულ სააკაშვილს სასამართლოში კიდევ ერთხელ დაეთმო პოლიტიკური ტრიბუნა და საწოლში მონებივრე უკრაინის მოქალაქემ სკაიპით გააჟღერა თავისი წინასაარჩევნო პროგრამა - საქართველოში ახალი რევოლუციის გეგმა, რომელსაც ქართული ტელეარხები რამდენიმე საათის განმავლობაში ლაივში გადმოსცემდნენ.

   მკითხველს შევახსენებ, რომ „ქართული ოცნებისხელისუფლების წყალობით, სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს დაკავების შემდეგ, ორიდან წელიწად-ნახევარია ქართული ციხის ნაცვლად ქართულ პოლიტიკაშია, როგორც ეს კიევში იყო დაგეგმილი. კლინიკა „ვივამედი“ პრაქტიკულად „ნაც მოძრაობის“ ცენტრალური პარტიული ოფისია, სადაც ჰოლში ფუნქციონირებს „მიხეილ სააკაშვილის საჯარო მისაღები“ მისი ახალი რჩეულის, სოფო ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, ხოლო სააკაშვილის ლუქს-პალატა არის კაბინეტი ტელევიზორით, ინტერნეტით, ტელეფონით, რომლის წყალობითაც მუდმივი კომუნიკაცია აქვს კიევსა და ნიუ-იორკთან, ღვიძლ ბიძასთან, თემურ ალასანიასთან. გუშინ კი მანქანით ჩავუარე "მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას", რომლის ავტოსადგომზეც თავისუფალი ადგილი არ იყო და ყველა სართულის ყველა ფანჯარაში შუქი ენთო...

   რატომ ელოლიავება ხელისუფლება ასე სააკაშვილს?! - ბრაზობენ თბილისელები და ეჭვობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ მათი მოტყუება სურს და ხელისუფლების ხავერდოვნად გადაცემას ამზადებს. მიმაჩნია, რომ მიზანი სხვაა - ხელისუფლებას სურს, რომ ამ სახიფათო ავადმყოფის განზრახვების შესახებ ინფორმაცია მისივე პირიდან მოისმინოს. სააკაშვილმა ღიად გამოაცხადა თავისი ნაცისტური გეგმები - „ქართველმა ქალებმა უნდა გააჩინონ ქართველი შვილები“, „რუსები განიდევნონ საქართველოდან“, „არაფერი გვაქვს აფხაზებისთვის ბოდიშის მოსახდელი“ და ა.შ. ძალ-ღონითა და ენერგიით სავსე, კახექსი-შოუს ჩაფლავების შემდეგ, სააკაშვილი ყველა ქართველს მოუწოდებს, დაბრუნდნენ საქართველოში და შეცვალონ ხელისუფლება. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება მამულაშვილის „ქართული ლეგიონის“ დაქირავებულ მებრძოლებს, რომლებიც ბოლო დროს ყოველდღიურად იღუპებიან. ის ასევე მოუწოდებს ქართველებს, მას მიბაძონ და მეტი შვილი გააკეთონ (ალბათ, მალე მისი ახალი რჩეულის ორსულობის შესახებაც გავიგებთ!).

   საგულისხმოა, რომ სააკაშვილის ბოლო თეზისები გაჟღერდა ზელენსკის განცხადებების თანადროულად, რომელიც აპირებს შავი ზღვის რუსეთისგან გაწმენდას. „დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანი მშვიდობის აღდგენა და რუსეთის აგრესიული ყოფნის აღმოფხვრა, განსაკუთრებით შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა და შექმნას მეტი გარანტია კავკასიის ყველა სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა 16 ნოემბერს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეისადმი მიმართვაში. კონტრშეტევის მარცხის შემდეგ, ზელენსკი აპირებს პერმანენტულად მოაწყოს სხვადასხვა პროვოკაცია, პირველ რიგში საქართველოში, სადაც მისი მრჩეველი და მონათესავე სული სააკაშვილი იმყოფება.

   ბოლო ეჭვებიც გაქრება, თუ გავითვალისწინებთ, რომ სააკაშვილის საპროგრამო სიტყვა სასამართლოში, რომელსაც არავითარი კავშირი არ ჰქონდა სასამართლოს პროცესის თემასთან, დაემთხვა მისი ღვიძლი ბიძის, თემურ ალასანიას შეხვედრას ქართველ ემიგრანტებთან ნიუ-იორკში. დისშვილის მსგავსად, ისიც საქართველოში დაბრუნებისა და ხელისუფლების შეცვლისკენ მოუწოდებდა. აშკარაა, რომ ბიძამ და ისშვილმა, რომელზეც ის მთელი ცხოვრება მილიონობით დოლარს შოულობდა, ახალი თამაში წამოიწყეს საქართველოს ტახტისთვის და რაკიღა შიდა ელექტორატის იმედი ნაკლებად აქვთ, იმედოვნებენ უკრაინასა და შეერთებულ შტატებ წასული ქართველების დაბრუნებას. მით უმეტეს, რომ ამჯერად ავანტიურას მხარს უჭერს არა ვაშინგტონი, არამედ კიევი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააკაშვილი ეთერში არ დაიმცირებდა თავს - სალომე ზურაბიშვილს დითირამბებს არ უმღერებდა და შეწყალებას არ ითხოვდა - აშშ-ს სახდეპარტამენტის თანაშემწის ერთი ზარიც სალომესთან საკმარისი იქნებოდა! თავიდან ფეხებამდე დისკრედიტებული - გიჟი, ჯალათი, ქურდი, ლაჩარი, მანიაკი, ნარკომანი და ქართული მიწების გამყიდველი - სააკაშვილი და მისი ბიძა - კგბ-ს პოლკოვნიკი და ორმაგი აგენტი ნაძირალა ალასანია - დასავლეთისთვის დიდი ხნის წინ არ არსებობენ, დასავლელი ლობისტების მომსახურება მხოლოდ მილიონობით დოლარის სანაცვლოდ ხდება.

   მაშ ასე, თემურ ალასანიამ (ვინც ერთხელ თავის დისშვილთან საუბარში ქართველ ერ ავადმყოფ უწოდა და მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული უხამსი გამოთქმა დაუმატა, რაც ქართველების დედასთან სექსს ნიშნავს) ნიუ-იორკში ქართველებს განუცხადა, რომ ომით წართმეული ტერიტორიების დაბრუნება საქართველოს მხოლოდ ომით შეუძლია და რომ ურჩევნია გახლეჩილი და დაპირისპირებული საქართველო, რადგანაც აქაოდა, პლურალიზმი და დემოკრატია სწორედ ესააო! ამგვარად, კაგებეს პოლკოვნიკი თემური, კაგებეს აგენტი გიული და კაგებეს ეფრეიტორი მიხეილი დღეს უკვე არ ხედავენ თავისი ძირგამომთხრელი ზრახვების დამალვის აუცილებლობას - ხვალ, 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, ვარდების რევოლუციის მე-20 წლისთავი სრულდება, ხოლო დღეს, 22 ნოემბერს, კიევის ევრომაიდანის მე-10 წლისთავი, ამიტომ ეს ქინძისთავი, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ასტროლოგიურ პროგნოზებსა და თარიღების დამთხვევებს, ისევე როგორც ჰიტლერი - ომის ბოლო დღეებში, სასწაულის იმედი აქვს! უპირველეს ყოვლისა, უკრაინის მოქალაქეს სურს გააერთიანოს ოდესღაც ნამდვილად ერთიანი „ნაცმოძრაობა“, რათა მოვიდეს ხელისუფლებაში და გახსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ - ასე აპირებს ჰაი მიშტლერი („ჰაი“ სომხურად - სომეხი) ქართველებზე შურისძიებას ყველაფრისთვის!

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 21 ნოემბერი
საქართველო, თბილისი