სამართალი
„საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი გედენიძის, გიორგი აბდალაძისა და ნათელა გედენიძის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმის განხილვის საჯაროობა და გამჭვირვალობა. კერძოდ, საქმე სასამართლოში განიხილება საჯაროდ და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, დაესწროს სასამართლოს სხდომებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქინფორმი