საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. დავით გარეჯის საქმეზე დღეს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დაიკითხება.
ზურაბ ნოღაიდელი თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა.
ნოღაიდელი პროკურატურის მოწმეა. ის 2005-2007 წლებში პრემიერ-მინისტრი და უშიშროების საბჭოს წევრი იყო.
დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მოგვიანებით ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. მელაშვილი და ილიჩოვა მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.