აქტუალური
საქართველო 2024 წელს გადასახადებისგან რეკორდულ შემოსავლებს ელოდება

 საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ელოდება, რომ ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მოცულობა 2024 წელს 21,9 მილიარდ ლარს შეადგენს და ეს ბოლო ხუთ წელიწადში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, საგადასახადო შემოსავლების მოცულობის ზრდა ეკონომიკისა და სტაბილურობის მოსალოდნელ ზრდას უკავშირდება.

კერძოდ, მინისტრის პროგნოზით, საქართველო 2024 წელს ყველაზე მეტ შემოსავალს მიიღებს დღგ-ისგან, საშემოსავლო გადასახადისგან და მოგების გადასახადისგან. ამ უკანასკნელის ზრდა განპირობებულია სათამაშო ბიზნესისთვის გადასახადების დაგეგმილი გაზრდით.

მთლიანობაში საგადასახადო შემოსავლების მოლოდინები ამგვარია:

საშემოსავლო გადასახადი - 6 მილიარდ 885 მილიონი ლარი (მთლიანი შემოსავლების 31%);

მოგების გადასახადი - 2 მილიარდ 583 მილიონი ლარი (მთლიანი შემოსავლების 12%);

დღგ - 9 მილიარდ 121 მლნ ლარი (მთლიანი შემოსავლების 41%);

აქციზი - 2 მილიარდ 365 მილიონი ლარი (მთლიანი შემოსავლების 11%);

ქონების გადასახადი - 650 მილიონი ლარი (მთლიანი შემოსავლების 3%);

იმპორტი - 161,2 მილინი ლარი (მთლიანი შემოსავლების 1%);

სხვა გადასახადები - 176,3 მილიონი ლარი (მთლიანი შემოსავლების 1%).

ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი პარლამენტში 1 დეკემბერს შევა და 2024 წლის 1 იანვარს ამოქმედდება.