საზოგადოება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2011 წლის პირველ ექვს თვეში 3200 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების პრივატიზაცია განახორციელა, რომლის საერთო ღირებულებამ 2 605 191 მლნ ლარი შეადგინა.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საწყისი სააუქციონო ფასები ფიქსირებულია მიწის კატეგორიების მიხედვით და შეადგენს 1000, 700, 500 ან 300 ლარს ერთ ჰექტარ სახნავ მიწაზე რაიონების მიხედვით. ყველაზე მეტი ფართობი 5 639 102 კვ მ კი დედოფლისწყაროს რაიონში გაიყიდა და ერთი ჰექტარის ღირებულებამ 3562 ლარი შეადგინა. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, აღნიშნული სავარგულების უდიდესი ნაწილი უცხოელმა ინვესტორებმა – არაბებმა, ინდუსებმა და ბულგარელებმა, შეისყიდეს.
საქინფორმი