აქტუალური
საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6981 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6981 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6970 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8932 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8836 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0096 ლარი შეადგინა. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.