სამართალი
დაკავებული ფოტორეპორტიორების მხარდამჭერი აქცია დღეს ზუგდიდში გაიმართა

akcia_zugdidiროგორც საქინფორმის კორესპონდენტი აქციის ადგილიდან იტყობინება, ზუგდიდელი ჟურნალისტები დაკავებულ ფოტორეპორტიორთა საქმეზე გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნასა და გამოძიების გამჭვირვალობას ითხოვენ.

მათი თქმით, ისინი არ არიან წინააღმდეგი იმისა, რომ „დამნაშავე უნდა იქნეს დაკავებული, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეჭვი აქვთ, რომ საქმე ფოტორეპორტიორების პროფესიულ საქმიანობასაც ეხება, რადგან, ადვოკატების ინფორმაციით, ზოგიერთი დაკავებულის საქმეში ბრალეულობის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები არ არსებობს“.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი გედენიძე, ნათია გედენიძე, ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძე გასულ კვირას დააკავეს. ნათია გედენიძე გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს, დანარჩენი სამი კი ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

 

საქინფორმი