სამართალი
რატი ბრეგაძე: ექიმების რეკომენდაციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში

 საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ადასტურებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, ექიმების შესაბამისი გადაწყვეტილებისთანავე მიხეილ სააკაშვილი „ვივამედიდან“ გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში.

„გიდასტურებთ დასკვნებს ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე. მოხარული ვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესების და როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი გადაწყვეტილება და რეკომენდაცია, ის, რა თქმა უნდა, გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.