პოლიტიკა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საკურთხევლიდან გამობრძანდა და სვეტიცხოველში სულ ახლახან მისულ პრეზიდენტს შეხვდა. ქვეყნის პირველმა პირმა პატრიარქის წინაშე დაიჩოქა და ხელზე ეამბორა.
სვეტიცხოვლის ტაძრის დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოველში უამრავი მომლოცველია შეკრებილი. პრეზიდენტის მისვლის გამო ტაძარში მოქალაქეების შესვლა შეზღუდულია. პოლიციელთა სიმრავლე შეინიშნება მცხეთის ქუჩებშიც.
პრეზიდენტის მოსვლამდე სვეტიცხოვლის ტაძარში თბილისის მერი გიგი უგულავა მივიდა. იქ იმყოფებიან საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც.სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში უფლის თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია გრძელდება. წირვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებსა და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს.
საქინფორმი