აქტუალური
აფხაზეთში აცხადებენ, რომ „პალესტინასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პერსპექტივაზე მსჯელობენ“

 საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ „პალესტინასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პერსპექტივაზე მსჯელობენ“.

შესაბამისი ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. როგორც ამ ინფორმაციაშია აღნიშნული, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა, რომ „პალესტინასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პერსპექტივა რუსეთში პალესტინის სპეციალურ წარმომადგენელთან და რუსეთში პალესტინის ელჩთან განიხილება.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე ასევე განხილული იყო არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ავღანეთთან, იემენთან და ლიბანთან ურთიერთობების განვითარება. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, „შეიქმნება ორმხრივი აფხაზეთ-არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნესსაბჭო“.