სამართალი
მედიის წარმომადგენლები შს მინისტრს დღეს შეხვდებიან

vano1როგორც „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ საბჭოში განმარტავენ, შეხვედრა 15:00 საათისთვის არის დაგეგმილი და მასზე ყველა ის საკითხი იქნება განხილული, რომლებიც მიმდინარე წლის 11 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტანილ განცხადებაშია დაფიქსირებული. „მინისტრი იმ ჯგუფს შეხვდება, რომელსაც ჩვენ წარვუდგენთ. შეხვედრაზე მსჯელობა იქნება გრიფის მოხსნაზე, ადვოკატების დუმილის ვალდებულების მოხსნაზე, კომისიისთვის მასალების გაცნობაზე. კომისია ჯერ არ არის შექმნილი და მისი შექმნის საკითხი დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გაირკვევა“, – განმარტავენ მედიის წარმომადგენლები.

დღევანდელ შეხვედრაში, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებენ ზვიად ქორიძე, ია ანთაძე, ლაშა ტუღუში, თამარ კორძაია, ნინო ზურიაშვილი, ნინო დანელია და შორენა შავერდაშვილი.

საქინფორმი