საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ღაზა „ბავშვების სასაფლაო“ ხდება და ისრაელ-ჰამასის კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით კიდევ ერთხელ გამოდის.
„განვითარებული კატასტროფა ყოველი საათის გასვლის შემდეგ კიდევ უფრო აქტუალურს ხდის ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას“, - განაცხადა გუტერეშმა. მისი თქმით, აუცილებელია ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდა.
„კონფლიქტის მხარეები და საერთაშორისო თანამეგობრობა ფუნდამენტური პასუხისმგებლობის წინაშე დგანან: შეაჩერონ ეს არაადამიანური კოლექტიური ტანჯვა და მკვეთრად გააფართოონ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ღაზაში. ღაზაში არსებული კოშმარი უფრო მეტია, ვიდრე ჰუმანიტარული კრიზისი. ეს არის კაცობრიობის კრიზისი“, - განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.
interpressnews.ge