სამართალი
გიორგი ვაშაძე: ვეთანხმები სააკაშვილის განცხადებას ახალ ადამიანებთან დაკავშირებით

 საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. ახალ ადამიანებთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადებას ვეთანხმები და ეს არის ჩვენი შეთანხმება, რომ ბევრ ახალ ადამიანს პოლიტიკაში უნდა გავუხსნათ გზა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საარჩევნო სიის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

ვაშაძის თქმით, აუცილებელია, ყველას, ვინც იბრძვის დღემდე, დაუფასდეთ ქმედება და ბრძოლა.

ეს უნდა იყოს სინქრონული გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანწილად ორივე კომპონენტის გათვალისწინებით. არანაირ ვენდეტასთან არ არის საქმე. იქნება ახალიც, იქნება ძველიც, ყველას სინთეზი. დიახ, განახლება ყოველთვის საჭიროა და „გამარჯვების კოალიციის“ დაფუძნების ერთ-ერთი მთავარი საკითხი და შინაარსი სწორედ ეს არის.

პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ ჩვენი ამოცანაც იქნება არა პარტიებთან თანამშრომლობა, არამედ ახალი ადამიანების, საზოგადოებისთვის საინტერესო ადამიანების შემოყვანა პოლიტიკაში. მათ უნდა განახორციელონ სისტემური რეფორმები, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, აღდგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და წავიდეთ წინ“, – აღნიშნა ვაშაძემ.

კითხვაზე, რომ სააკაშვილის თქმით, მომავალი არჩევნებისთვის პარტიული სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები“, ვაშაძემ განაცხადა:

ნუ ნერვიულობთ, არავინ განაწყენდება. დიდ გამარჯვებაში ყველა კარგად დაინახავს თავის როლს“, – განაცხადა ვაშაძემ.