აქტუალური
კრიშიანის კარინში: ლატვიას სურს, საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს

 საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. აშკარაა, რომ საქართველოს მოსახლეობას სურს, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი და ლატვია ძლიერად უჭერს მხარს ამას, მაგრამ მე რაც ახლა მაშფოთებს, არის ის ზომები, რაც საქართველოს მთავრობამ მიიღო ან არ მიიღო, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშიმ განაცხადა.

როგორც ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიაში მიმდინარე კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა, ლატვიას სურს, საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს.

ჩანს, რომ არის შეუსაბამობა, რასაც მთავრობა ამბობს და რასაც ფაქტობრივად აკეთებენ. ძალიან ბევრი რეფორმაა გასატარებელი. მე და ჩემს ქვეყანას გვსურს, საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს, მაგრამ მთავრობამ აუცილებელი ნაბიჯები უნდა გადადგას. ლატვია უკვე ეხმარება საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას. ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ ამ ქვეყნებს ჩვენი გამოცდილებით, როგორ მიაღწიონ მიზანს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მეორე მხარე, არა მხოლოდ ხალხი, არამედ მთავრობაც ფეხდაფეხ მიჰყვეს. ჩვენ ვართ ღირებულებების კავშირი. ჩვენ გვაქვს ძლიერი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და თუ გვექნება კლუბი, რომელიც იცავს სანქციებს, მნიშვნელოვანია, რომ ვისაც სურს, შემოგვიერთდეს კლუბში, ასევე დაამტკიცოს ეს სანქციები და მტკიცედ დაიცვას წესებზე დაფუძნებული წესრიგი, რომელიც გვაქვს ევროკავშირში“, – განაცხადა კარინშიმ.