უცხოეთი
საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აპირებს, რომ მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომლის ჩატარების თარიღიც უკრაინაში მიმდინარე ომის გამო უცნობია. ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას.
კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში, არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ კენჭისყრას აპირებს.
ალექსეი არესტოვიჩმა ასევე განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამხედრო და სხვა რეფორმებთან დაკავშირებით მის მიერ გამოქვეყნებული წინადადებები მისი საარჩევნო პროგრამაა.
1tv.ge