სამართალი
„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა

 საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კლინიკაში დაადასტურეს.

როგორც „ავერსში“ განაცხადეს, შემთხვევა, გუშინ, დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა.

მათივე ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს.