უცხოეთი
ენტონი ბლინკენი 3 ნოემბერს ისრაელში ჩავა

 საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პარასკევს, 3 ნოემბერს ისრაელს ეწვევა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

„ბლინკენი პარასკევს გაემგზავრება ისრაელში, რათა შეხვედრები გამართოს ისრაელის მთავრობის წარმომადგენლებთან და შემდეგ შეხვედრებს გამართავს რეგიონის სხვა ქვეყნებშიც“, – თქვა მილერმა.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ბლინკენი ისრაელში ორჯერ ჩავიდა. ის ასევე იმყოფებოდა იორდანიაში, კატარში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ეგვიპტეში.

1tv.ge