საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვა საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს, ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ ტერორიზმს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევით უპასუხოთ, მათ შორის ძალა გამოიყენოთ ისეთ ობიექტებზე, სადაც ცნობილია, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები და მძევლები იმყოფებიან“, - განაცხადა ლავროვმა.
„თუ ღაზა განადგურდება და 2 მილიონი ადამიანის განდევნა მოხდება, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკოსი ისრაელში და მის ფარგლებს გარეთ გვთავაზობს, ეს გამოიწვევს კატასტროფას, რომელიც მრავალი ათწლეულის და შესაძლოა საუკუნეების განმავლობაში გაგრძელდეს. აუცილებელია, ცეცხლის შეწყვეტა და ბლოკადაში მყოფი მოსახლეობის გადასარჩენად ჰუმანიტარული პროგრამების გამოცხადება“, - აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაამატა, რომ რუსეთი ისრაელთან მჭიდრო კავშირში რჩება.
interpressnews.ge