სამართალი
ფოტორეპორტიორების საქმეში არსებული მასალებით ზურაბ ქურციკიძის ჯაშუშობა ვერ მტკიცდება

qurcikidzeროგორც გლდანის №8 საპყრობილეში ზურაბ ქურციკიძის მონახულების შემდეგ მისმა ადვოკატმა ნინო ანდრიაშვილმა განმარტა, ის გაეცნო საქმის მასალებს, ვიდეოჩანაწერების დაშიფრულ ვარიანტს და იმ მასალებსაც, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია, რის საფუძველზეც შუეძლია თქვას, რომ ფოტორეპორტიორების საქმეში მართლაც არის ნამდვილად სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალები, თუმცა ამ მასალებით ზურაბ ქურციკიძის სპეცსამსახურებთან კავშირი არ დგინდება.

ამასთან, ანდრიაშვილის ინფორმაციით, ზურაბ ქურციკიძეზე გარკვეული ინფორმაციის მიღების მიზნით ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა, თუმცა ქურციკიძე ბრალს არ აღიარებს.

დღესვე დაკავებულმა ქურციკიძემ ადვოკატის მეშვეობით ზეპირი განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ის მის ახლობლებსა და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ დღემდე ვერ ხვდება, რა მიზანს ემსახურებოდა მისი დაკავება და ბრალის ასეთი მძიმე მუხლით წაყენება.

 

საქინფორმი