უცხოეთი
საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. „ჰამასის“ წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ კონტაქტების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გასაჯაროვდება.
მანამდე პალესტინის დელეგაციის წყარომ რუსულ მედიას განუცხადა, რომ „ჰამასის“ დელეგაცია მოძრაობის პოლიტბიუროს წევრის, აბუ მარზუკის ხელმძღვანელობით მოსკოვში იმყოფებოდა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჰამასის“ წევრების მოსკოვში ჩასვლამდე, „ჰამასის“ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან კატარში მოლაპარაკებები გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ ბოგდანოვმა.
1tv.ge