აქტუალური
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

bulgariaსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციაში 2011 წლის 10 ივლისს სამგზავრო ხომალდი „ბულგარიას“ ჩაძირვისა და 2011 წლის 11 ივლისს თვითმფრინავი „ან-24“-ის ავარიული დაშვებისას ადამიანთა, მათ შორის, ბავშვების, მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

ქ. თბილისი, 2011 წლის 12 ივლისი

 

საქინფორმი