საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: არცერთი ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში

 საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. ზოგადად, არცერთი ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში, ეს არის მოწოდება აბსოლუტურად ყველა ქვეყნის მიმართ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვით მიმართეს: „აშშ-ის დაზვერვა სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში რუსეთის ჩარევას გამოწვევად მიიჩნევს. 100 ქვეყანას მიაწოდეს უკვე ინფორმაცია თეთრი სახლიდან, მათ შორის, შესაძლებელია, იყოს ჩვენი ქვეყანა. აპირებთ თუ არა პრევენციის კუთხით ნაბიჯების გადადგმას, ასევე ჯაშუშების გამოვლენას?“.

ირაკლი კობახიძის თქმით, არჩევნებში ჩარევის რისკები თუ იქნება, ამის შესახებ ყველას მიაწვდიან ინფორმაციას.

გახსოვთ, რომ საკმაოდ უარყოფითი პროცესები ერთოდა წინა საპარლამენტო არჩევნებს, მათ შორის, გახსოვთ პარალელური ხმის დათვლის გაყალბება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს სწორი არ არის. ყველა ყურადღებით უნდა მოეკიდოს, როგორ ტარდება სხვა ქვეყანაში არჩევნები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევა. ჩარევის რისკები თუ სადმე იქნება, ყველაფერთან დაკავშირებით ყველას მივაწვდით ინფორმაციას. ეს არის ჩვენს ინტერესებში“, – განაცხადა კობახიძემ.