უცხოეთი
საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი 23 ოქტომბერს, ირანს ეწვევა, - ინფორმაცია საგარეო უწყების პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ დაადასტურა.
„ჩვენ ვადასტურებთ, რომ ლავროვი თეირანში მოლაპარაკებებს გამართავს, რომელიც ორშაბათისთვის არის დაგეგმილი“, - განაცხადა ზახაროვამ რუსულ მედიასთან საუბარში, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა ფორმატში გაიმართება მოლაპარაკებები.
ცნობისათვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს თეირანში „3+3 ფორმატში“ შეხვედრას გამართავენ.
interpressnews.ge