საზოგადოება
ალან გაგლოევი: ზელენსკის მოწოდება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ არის აშკარა აგონიის ნიშანი, რომელსაც კიევის რეჟიმი განიცდის

 საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ არის აშკარა აგონიის ნიშანი, რომელსაც კიევის რეჟიმი განიცდის, – ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა, ალან გაგლოევმა განაცხადა.

ალან გაგლოევი გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომელმაც რამდენიმე დღის წინ აღნიშნა: „რუსული აგრესიისგან ჩვენი თავდაცვის წყალობით, საქართველოს ახალი პერსპექტივები გაეხსნება, აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა“.

ალან გაგლოევის თქმით, უკრაინული ფაშიზმის იდეოლოგია არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ათასობით ოსი ახლა იბრძვის უკრაინაში.

„როდესაც ფრონტზე მარცხს მარცხი მოსდევს, ისინი გიჟდებიან და ცდილობენ, მთელი მსოფლიო ჩაითრიონ თავიანთ ავაურაში“, – განაცხადა ალან გაგლოევმა.