საზოგადოება
საქართველოში ისრაელის ელჩი: მადლობელი ვართ, რომ საქართველო ჩვენ გვერდით დგას როგორც პოლიტიკურ, ისე მეგობრულ დონეზე

 საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. მადლობელი ვართ, რომ საქართველო ჩვენ გვერდით დგას როგორც პოლიტიკურ, ოფიციალურ დონეზე, ისე ადამიანურ, მეგობრულ დონეზე, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოს მხარდაჭერა ძალიან ძლიერია.

„პირველივე დღიდან იყო საჯარო დაგმობა, სოლიდარობა, რომლიც დადასტურდა საჯაროდაც და პირად შეხვედრებზეც, რომელიც მქონდა პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, სხვადასხვა მინისტრებთან, პარლამენტის სპიკერთან. დღეს მქონდა სხვა შეხვედრები პარლამენტში ისრაელი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრებთან, რომელსაც გივი მიქანაძე ხელმძღვანელობს. ჩვენ მადლობელი ვართ, რომ საქართველო ჩვენ გვერდით დგას როგორც პოლიტიკურ, ოფიციალურ დონეზე, ისე ადამიანურ, მეგობრულ დონეზე“, – განაცხადა ელჩმა.