რელიგია
პეტრეპავლობის დღესასწაულზე პატრიარქი კიდევ რამდენიმე ასეულ ბავშვს მონათლავს

natloba513 ივლისს საყოველთაო ნათლობა სამების საპატრიარქო ტაძარში ჩატარდება. წინასწარი ინფორმაციით, ნათლობის რიგით მე-18 ცერემონიაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების რიცხვი ამ დროისთვის 500-ს აჭარბებს.

როგორც ცნობილია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეისთვის საქართველოში 8 778 ბავშვის ნათლიაა. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. პირველი საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა.

 

საქინფორმი